ეს საოცარი რიცხვი ,,შვიდი''
,,შვიდი'' დიდი ხნის განმავლობაში ჯადუსნურ რიცხვად ითვლებოდა. ბაბილონელები შვიდ პლანეტას იცნობდნენ, შვიდდონიან ტაძრებს აგებდნენ და კვირაში შვიდი დღე ჰქონდათ. ,,შვიდი'' მრავალ რელიგიაში წმინდა რიცხვად ითვლება: ებრაულ შანდალს ანუ მენორა შვიდი განშტოება ჰქონდა, ხოლო ბიბლიაში ეს რიცხვი 500-ზე მეტჯერ მოიხსენიება. ალბათ იმიტომ, რომ ბედნიერების მომტან რიცხვად ითვლება. ,,შვიდი'' ანდაზებსა და გამოთქმებში გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა რიცხვი. ,,შვიდი'' ადამიანის ყველაზე საყვარელი რიცხვია და როდესაც 1-დან 10-მდე ნებისმიერი რიცხვის დასახელებას თხოვენ, ადამიანები ყველაზე ხშირად 7-ს ასახელებენ. შვიდი ობიექტისგან შემდგარი სია ყველაზე გრძელი სიაა, რომელსაც ადამიანი ადვილად იმახსოვრებს.
შვიდი სასიკვდილო ცოდნა
შვიდი სასიკვდილო ცოდნაა: გაუმაძღრობა, სიზარმაცე, ვნება, პატივმოყვარეობა, მრისხანება, შური და სიხარბე.
ეს ცოდვები ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ ქრისტიანმა მწერალმა თომა აქვინელმა მათ ყველაზე საშინელი ცოდვები უწოდა, რისთვისაც სასჯელი ძალიან მკაცრი უნდა ყოფილიყო.
ცისარტყელას შვიდი ფერი
სინათლე იმ გამოსხივების ნაწილია, რომელსაც ელექტრომაგნიტური სპექტრი ეწოდება. ის უხილავ რადიოგამოსხივებასაც შეიცავს და რენტგენის სხივებსაც. თეთრი სინათლე შვიდი ფერისგან, წითლის, ნარინჯისფრის, ყვითლის, მწვანის, ცისფრის, ლურჯისა და იისფრისგან შედგება, მაგრამ ამ ცალკეული ფერების დანახვა მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებშია შესაძლებელი, როდესაც მზის სინათლე წვიმის წვეთებს ეცემა, ის იშლება, წვეთებში გარდაიქმნება და ცისარტყელას ქმნის.
No comments:
Post a Comment