ზაზუნები
ზაზუნა ძუძუმწოვრების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. მსოფლიოში ზაზუნათა 15 სახეობა არსებობს, მათ სამშობლოდ ამერიკა ითვლება, ზაზუნები ძალიან განსხვავდებიან სხვა ძუძმწოვრებისაგან, იმ დროს როდესაც ცხოველები აზიიდან და ევროპიდან ამერიკისაკენ მიემართებიან, ზაზუნები პირიქით ამერიკიდან გავრცელდნენ.ზაზუნებს შეუძლიათ იცხოვრონ 5 წელი.
როგორ მოვუაროთ ზაზუნას?....
ზაზუნა ძუძუმწოვრების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. მსოფლიოში ზაზუნათა 15 სახეობა არსებობს, მათ სამშობლოდ ამერიკა ითვლება, ზაზუნები ძალიან განსხვავდებიან სხვა ძუძმწოვრებისაგან, იმ დროს როდესაც ცხოველები აზიიდან და ევროპიდან ამერიკისაკენ მიემართებიან, ზაზუნები პირიქით ამერიკიდან გავრცელდნენ.ზაზუნებს შეუძლიათ იცხოვრონ 5 წელი.
როგორ მოვუაროთ ზაზუნას?....
- ყიდვისას არ იჩქაროთ და შეარჩიეთ კარგი ზაზუნა, იდეალური ზაზუნა 4-დან 7 კრიამდე უნდა იყოს, მათი მოშინაურება ძალიან ადვილია, როცა ისინი პატარები არიან. არსებობს ორი ჯიშის ზაზუნები, ესენია: ,,ოქროს ზაზუნები" და ,,ციმბირულიი ანუ ცეროდენა ზაზუნები".
- სახლში მიყვანისას პირველი რაც უნდა მოიმოქმედო, ის არის რომ შარჩიოთ ადგილი სადაც მოათავსებთ მის გალიას,ის უნდა იყოს მოშორებული სამოშაო მაგიდან, ასევე მზის პირდაპირ სხივებს.
- აჭამეთ თქვენს ზაზუნას კომერციულად მომზადებული ზაზუნების სპეციალური საჭმელი დღში ორჯერ,ასევე შეგიძლიათ მისცეთ მცირე რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.
- გალიის ფსკერი შეავსეთ ნახერხით,ასევე შგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი ხის ნახერხი რომელიც არატოქსიკურია.
- წყლიანი ჭურჭელი მოათავსეთ გალიის ახლოს, ისე რომ ზაზუნამ შძლოს გალიიდან დალევა,გაითვალისწინეთ ზაზუნის დასველება სასტიკად აკრძალულია რადგან დიდი ალბათობაა იმისა რო გაცივდეს და მოკვდეს.
- დაუდეთ სარბენი ბორბალი გალიაში, ის ითამაშებს და ივარჯიშებს.
- გალიაშ გაუკეთეთ მოსაფარებელი ყუთი, რომელშიც ისე დაძინებას შეძლებს,ეცადეთ ქაღალდებით ამოავსოთ ის ადგილი, თავი კომფორტულად რომ იგრძნოს.
- გარეცხეთ ზაზუნას გალია კვირაში ერთხელ,გარეცხვის შემდეგ კარგათ გაამშრალეთ გალია და ისე შესვით ზაზუნა შიგნით.
- არ დაბანოთ ზაზუნა, ისინი კატების მსგავსად თვითონ იბანენ პირს, თუ გრძნობ, რომ შენს ზაზუნას ცუდი სუნი ასდის ეს სავარაუდოდ ჭუჭყიანი გალიის ბრალია.
- შეგიძლიათ ზაზუნა თან ატაროთ სადაც წახვალთ,
- არ აჭამოთ ძველი ხილი ან საჭმელი, რადგან შეიძლება დაავადმყოფოს და სიკვდილი გამოიწვიოს.
No comments:
Post a Comment