Thursday, March 13, 2014

                                მსოფლიოს შვიდი კი არა, თოთხმეტი საოცრება

როგორც ვიცით, მსოფლიოში არსებობს ,,მსოფლიოს შვიდი საოცრება", ესენია:

1.ხეოფსის პირამიდა

2.ბაბილონის დაკიდული ბაღები(მეფე ნაბუქოდონოსორმა თავის ცოლის პატივსაცემად რომ გააშენა)

3.ეფესის ტაძარი

4.ზევსის ქანდაკება საბერძნეთში

5.პალიკარნასის მავზოლეუმი

6.ჰელიოსის 36 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება კუნძულ როდოსზე ე.წ ,,როდოსის კოლოსი"

7.ალექსანდრიის შუქურა

ამათგან ჩვენამდე მხოლოდ ეგვიპტის პირამიდებმა მოაღწიეს, თუმცა მათ გარშემო დღემდე კიდევ მრავალი საიდუმლო არსებობს.აბა რას წარმოიდგენდა ბრძენი ფილონი, რომ მრავალი საუკუნის შემდეგ მის შედგენილ რეიტინგში შემავალი, თუმცა ლეგენდად ქცეული ობიექტები შთამომავალთ ეცოტავებოდათ და ჯანადელი კინორეჭისორი,ხელოვნებათმცოდნისა და მფრინავის ბერნარდ ვებერის ინიციატივით ამჟამად არსებული არქიტექტურული ობიექტების მიხედვით ახალი რეიტინგის შექმნას მოინდომებდნენ. ვებერმა 77 ობიექტი შეარჩია, ამ თავისებური კონკურსის თარიღად ასევე მაგიური შვიდიანი გამოცხადდა. XXI საუკუნის მეშვიდე წლის, მეშვიდე თვის, მეშვიდე დღე-7.07.07.

აი რა მიიჩნიეს თანამედროვეობის ყველაზე დიდ საოცრებებად:

1.რომის კოლიზიუმი(იტალია)

2.დიდი ჩინური კედელი

3.ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში(ბრაზილია)

4.ძველი ინკების ქალაქი მაჩუ-პიჩკუ (პერუ)

5.ჩიჩენ იტცა

6.ტაჯ-მაჰალის ტაძარი (ინდოეთი)

7.პეტრას ტაძრების კომპლექსი(იორდანია)



























































No comments:

Post a Comment