Tuesday, March 25, 2014

                                            პირამიდის მშენებლობა


ათასწლეულების განმავლობაში ხალხი გაოცებული შესცქეროდა დიდ პირამიდას. როგორ გამოთალეს და მოიტანეს ეს უამრავი ლოდი? როგორ ააშენეს პრიმიტიული იარაღებით ასეთი დახვეწილი ნაგებობა? გიზას მნახველებს დიდი პირამიდის კონსტრუქციის სიზუსტეც აკვირვებს. პირამიდის კედლები თითქმის ზუსტად ქვეყნის ოთხ მხარესაა მიმართული.ამასთან, უგრძესსა და უმოკლეს კედლებს შორის განსხვავება მხოლოდ 20სმ-ია. არქეოლოგებმა თანდათან ამოიცნეს პირამიდების მშენებელთა საიდუმლოების ნაწილი, თუმცა ბევრი კითხვა დღესაც უპასუხოდ რჩება.

სამშენებლო მოედნის მომზადება

გიზას ზეგანი კირქვითაა დაფარული, ამიტომ ის მშვენიერი საფუძველი იყო მშენებლობისთვის და საშენ მასალასაც უხვად იძლეოდა. მიუხედავად ამისა, პირამიდის მშნებლობის დაწყებამდე, საჭირო იყო მოედნის მოსწორება, რათა ის სრულიად ბრტყელი ყოფილიყო.

თავდაპირველად მოედანს წყლით ფარავდნენ, შემდეგ თხრილები გაჰყავდათ, რომელთა სიღრმეს ჯოხით ზომავდნენ. ყოველი თხრილის ფსკერი ერთი და იმავე მანძილით უნდა ყოფილიყო დაცილებული წყლის ზედაპირს. ამის მერე მოედანს აშრობდნენ, მაგრამ თხრილებში ცოტა წყალი რჩებოდა, შემდეგ კლდის ზედმეტ ფენას აცილებდნენ ისე, რომ მოედნის ზედაპირი თხრილებში წყლის ზედაპირის დონეს გათანაბრებოდა.




ქვის ლოდები

სამტეხლო, რომელიც დიდი პირამიდის მშენებლობას ლოდებით ამარაგებდა, დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე მდებარეობდა. აქედან სამშენებლო მოედნამდე მუშებმა თითქმის 3 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ქვა გადაიტანეს მხოლოდ ხელის იარაღებისა და ბერკეტების გამოყენებით. პირამიდის ზედაპირისთვის საჭირო კირქვა მდებარე ნილოსის აღმოსავლეთით მდებარე სამტეხლოდან მოჰქონდათ, ხოლო გრანიტის ქვას მეფის პალატისთვის ასუანთან ჭრიდნენ და მდინარით ეზიდებოდნენ.
















იმის შესახებ, თუ როგორ შენდებოდა პირამიდები, ბევრი მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, პირამიდის კედელთან მიშენებული იყო სწორი ასასვლელი, რომლის სიმაღლეც პირამიდის ზრდასთან ერთად მატულობდა. მეორე ვარაუდის თანახმად, პირამიდის გარშემო სპირალური პანდური მიუყვებოდა.

(მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი,გამ:გლობუსი)



No comments:

Post a Comment