გაზაფხული მოვიდა.....
წელიწადის ყველა დრო მიყვარს, რადგან ყველა დროს თავისებური სილამაზე და მომხიბლელობა გააჩნია. განსაკუთრებით კი მიყვარს გაზაფხული, იგი სიცოცხლის საწყისია.
მიძინებული ბუნების გამოცოცხლება გაზაფხულზე იწყება. ყინვა და სიცივე ძალას კარგავს, მიწა და ხეები წყლით იჟღინთება და იწყება ლამაზ-ლამაზი ყვავილების აფეთქება.
ტყეში, ბუჩქების ძირას, გვხვდება თავდახრილი, მორცხვი ია და ყოჩივარდა, ლამაზად მორთულა ნაზი ფურისულა, თავს იწონებს ხარისთვალა და შროშანიც .სითბოს და სიყვარულს მონატრებული ხეები აკვირტებულან,თეთრად და ვარდისფრად გადაპენტილან ატმები და ტყემლები, ბალახს წყლის გემო უგრძვნია და ნელ-ნელა მაღლა ამობიბინდება.
ჩიტებს მეტი ლხენა აუტეხავთ და თამამად დახტიან ტოტიდან -ტოტზე, ლაღად დაფრინავენ ლაჟვარდ ცაში, თითქოს მზის სხივებს ეთამაშებიან, ერთმანეთს უჟღურტულებენ და სიხარულს უზიარებენ. მდინარეები და ნაკადულები წყალუხვნი გახდნენ და სიხარულით უფრო მკვერცხლად მოექანებიან კლდეებსა და ჭალებში.
დედამიწის ბინადართა სიხარულს ზეცაც იზიარებს, მაღლიდან ბანს აძლევს და უერთდება ამ სიცოცხლის საერთო ზეიმს. ჭექა-ქუხილით ამცნობს სამყაროს, რომ ბუნებამ გაიღვიძება დაიწყო.
ყველას გილოცავთ გაზაფხულის მობრძანებას. :)