პატრიარქმა მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიანიჭა
პატრიარქის ლოცვა კურთხევით, მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა. როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, მიღებულია განჩინება , რომლის მიხედვით, აღდგება მცხეთის სრული ტიტული და მას წმინდა ქალაქი, წმინდა დედაქალაქი მცხეთა ეწოდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მელქისედეს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძი უდევს, რომელიც მე-11 საუკუნეში დაიწერა.
პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას მრევლს ანდერძი გააცნო, რომლის თანახმად მელქისედეკ I კათალიკოსი ასახელებს სოფლებს, აგარაკებს, რომელიც მან ეკლესიას შეწირა და ამბობს, რომ ვინც მის შემდგომ იქნება, ანდერძი აღასრულოს. ანდერძში მელქისედეკი მცხეთას წმინდა ქალაქად მოიხსენიებს.
მადლობთ ყურადღებისთვის
No comments:
Post a Comment