Tuesday, April 15, 2014

                        ნამდვილი ქალთევზას აღმოჩენა


სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში, ქალაქ იბადანის მცხოვრებნი საშინელმა ყვირილმა შეკრიბა. ყველა დაინტერესდა ენახათ თევზი, რომელსაც ადამიანის სხეულის ნაწილები ჰქონდა. ასეთი საშინელი ხმით კი თევზის გამყიდველი ყვიროდა, რომელიც შეშინებული შველას ითხოვდა. ქალი თევზის შეფუთვას ხსნიდა და გასაყიდად ამზადებდა, როდესაც მისი ყურადღება მიიპყრო ადამიანის ნაწილებმა, შეშინებულმა ქალმა კი შველა ითხოდა. მისი თქმით თევზს ყოველთვის ადგილობრივი მეთევზეებისგან ყიდულობდა და ეხლაც ასე იქცეოდა, ,,მე პირდაპირ შოკირებული ვიყავი, როდესაც ერთ-ერთი თევზი წყალში გაცოცხლდა და მოძრაობა დაიწყო," ყვება თვითხილველი. ეს ფაქტი დაადასტურა მისმა მამამ პა რაუფ სემოუმაც და ამბობს, ,,ამდენი ხნის კაცი ვარ და ესეთი შემთხვევა არ მქონია, ჩემი თვალით დავინახე წყალში უცნაური არსება, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თითქოს გაყინული ადამიანი ცოცხლდებოდა, ეს სიტყვებით ძნელი ასახსნელია." დღემდე ამ თევზის შესახებ არავის არაფერი გაუგია.

No comments:

Post a Comment