ულამაზესი თურქი მსახიობი
ამ მსახიობის სახელი და გვარია კივანჩ ტატლიტუგი,
ის არის თურქეთის კინოვარსკვლავი და ფოტო მოდელი. დაიბადა 1983 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ ადანაში(თურქეთი) მას ჰყავს 4 ძმა და 1 და. მისი სახელი ,,კივანჩი" თურქულად ნიშნავს ,,სიამაყეს", ხოლო მისი გვარი ,,ტატლიტუგი" მომდინარეობს ,,ტკბილიდან".კივანჩის ოჯახი დაკავებულია საცხობების 100 წლიანი მომკვიდრეობითი ბიზნესით. ის სწავლობდა პირველ საშუალო სკოლაში სადაც დაეუფლა კალათბურთს.
კივანჩმა 2002 წელს მიიღო ,,მსოფლიოს საუკეთესო მოდელის" ტიტული, რის შემდეგაც ცნობილი მოდელი სააგენტოებიდან უამრავ მიწვევებს იღებდა, კივანჩი ამის მერე წელიწადნახევარი საფრანგეთში გადასახლდა, სადაც ბრწყინვალედ და წარმატებულად მუშაობდა მოდელად. როგორც თვითონ ამბობს პატარაობიდანვე გატაცებული იყო მსახიობობით. კივანჩი გადაიღეს ერთ-ერთ თურქულ სერიალში ,,მარგალიტი",მთავარი როლის შემსრულებლად, რამაც ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა და ცნობილი გახდა 100-ზე მეტ ქვეყანაში. ის თავის თავს იღბლიან უწოდებს.
No comments:
Post a Comment