Tuesday, April 29, 2014

                                     სიცილი უებარი მკურნალია

1. სვანი იჩხუბებს მამამისთან და წავა სახლიდან, რამოდენიმე თვეში მოსდის წერილი, გახსნის და ცარიელი ფურცელია. მამა: ,,კიდე არ მელაპარაკება ეს შობელძაღლი" 


2.გურული ბაღანა პლიაჟზე ზის, დამსვენებელი ეკითხება
-ზღვაში რატომ არ ჩადიხარ?
-რა მინდა ზღვაში?!ცურვა მე არ ვიცი და მოფსმით ჯერ არ მეფსიაო


3.მიხოს ზღვაში შეხვდა გელა. გელამ მიხოს უთხრა:
   -მიხო,კაცურად შვილი გამინათლე რა,
   -ვერა ძმაო!მეც სხვას გავანათლინე...


4. სვანი და კახელი სტუმრად მიდიან ძმაკაცთან.ძმაკაცს ერთი საწოლი აქვს, სვანს დააწვენს ლოგინზე , კახელს იატაკზე. კახელი ღამით გაბრაზდება, სვანს გადმოაწვენს იატაკზე და თვითონ დაწვება ლოგინში.
   შუა ღამეს სვანი ღრიალებს: შუქი აანთეთ საწოლიდან ვერ გადმოვდივარო.





Monday, April 28, 2014

                         ულამაზესი თურქი მსახიობი


ამ მსახიობის სახელი და გვარია კივანჩ ტატლიტუგი,
ის არის თურქეთის კინოვარსკვლავი და ფოტო მოდელი. დაიბადა 1983 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ ადანაში(თურქეთი)  მას ჰყავს 4 ძმა და 1 და. მისი სახელი ,,კივანჩი" თურქულად ნიშნავს ,,სიამაყეს", ხოლო მისი გვარი ,,ტატლიტუგი" მომდინარეობს ,,ტკბილიდან".კივანჩის ოჯახი დაკავებულია საცხობების 100 წლიანი მომკვიდრეობითი ბიზნესით. ის სწავლობდა პირველ საშუალო სკოლაში სადაც დაეუფლა კალათბურთს.

კივანჩმა 2002 წელს მიიღო ,,მსოფლიოს საუკეთესო მოდელის" ტიტული, რის შემდეგაც ცნობილი მოდელი სააგენტოებიდან უამრავ მიწვევებს იღებდა, კივანჩი ამის მერე წელიწადნახევარი საფრანგეთში გადასახლდა, სადაც ბრწყინვალედ და წარმატებულად მუშაობდა მოდელად. როგორც თვითონ ამბობს პატარაობიდანვე გატაცებული იყო მსახიობობით. კივანჩი გადაიღეს ერთ-ერთ თურქულ სერიალში ,,მარგალიტი",მთავარი როლის შემსრულებლად, რამაც ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა და ცნობილი გახდა 100-ზე მეტ ქვეყანაში. ის თავის თავს იღბლიან უწოდებს. 



Friday, April 25, 2014

                             ცოცხალი მუმია-ვალერია ლევიტინა



ვალერია ლევიტინა არის 39 წლის რუსი ქალბატონი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს მონაკოში, როგორც ეს ხშირად ხდება, ერთ შემთხვევას, ერთ ფრაზას შეუძლია ცხოვრების შეცვლა. უხეში შენიშვნა მეუღლის მხრიდან მისი გარეგნობის გარეგნობის და წონის შესახებ გახდა მიზეზი მისი ამჟამინდელი გარეგნობის. მისმა სწრაფვამ  სიგამხდრისკენ მიიყვანა (ანორექსიამდე).



ამჟამა ის 25 კგ-ს იწონის, იძულებულია მიიღოს საკვები მკაცრად განსაზღვრული სქემის მიხედვით.


Thursday, April 24, 2014

                         ოლიმპიური ჩემპიონი-რომან რურუა


გავიგოთ ცოტაოდენი რამ რომან რურუას შესახებ:

რომან რურუა დაიბადა 1942 წლის 25 ნოემბერს, სოფ. მარტვილის რაიონი. ის არის ქართველი მოჭიდავე.

რომან რურუა-სოფელში ბავშვი წამოიზრდებოდა თუ არა, მაშინვე შრომაში აბამდნენ. როგორც ვიზრდებოდი, საქმეც ისე მემატებოდა. უსაქმური არასდროს ვყოფილვალ. სანამ თოხის დაჭერას შევძლებდი, ძროხისთვის ჩალას მაკრეფინებდნენ. ათასჯერ უნდა დაიხარო და აიწიო, რომ რაღაც მოაგროვო. მახსოვს, სულ პატარა ვიყავი, მამაჩემმა მე და ჩემს ძმას უღელში კამეჩები რომ შეგვიბა და სახნავად გაგვიშვა, მაშინ ძალიან ბევრს ვშრომობდით ხოლმე.



მახსოვს სკოლიდან დაბრუნებულებს საქონელი ,,კომუნიდან" საბალახოდ უნდა წაგვეყვანა. სანამ საქონელს მარცხენა ფერდი კარგა გვარიანად არ შეებერებოდა, შინ ვერ მივდიოდით. ჰოდა მოვიგონეთ ასეთი რამ: მარილიანი წყლით მოვრწყავდით იმ ბალახს, რომელსაც საქონელი არ ეკარებოდა და მერე ძირიანად გლეჯდა, ხოლო გადაჭარბებული რაოდენობის მარილის მიღების გამო, უზომოდ ბევრ წყალს სვამდა და მუცელიც ებერებოდა. თუ ამას ვერ მოვახერხებდით, მაშინ 3-4 კილომეტრიდან ბალახი უნდა გვეთრია, თანაც იმ სიმძიმის, რის აწევასაც შევძლებდით. სწორედ აქედან იწყება ფიქრი ეშმაკობაზე დ ავალდებულების შესრულებაზე.თუ რამე სასიკეთო მომყვება , მომყვება იმ ცხოვრებიდან: დედისგან, მამისგან, ბებიისგან, მამიდისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც მაშინ ჩემს ირგვლივ ცხოვრობდა და შრომობდა.

-ჩემს თანაკლასელთან, შოთა დრიაშვილთან მდგმურად ერთი ბათუმელი ბიჭი, ილია ტუღუში ცხოვრობდა. ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი იყო და თან კლასიკურ ჭიდაობაში ვარჯიშობდა. ერთხელ ილიამ სპორტულ დარბაზში ვარჯიშის საყურებლად წაგვიყვანა, ვადევნებდი თვალს ამ ძალისმიერ შერკინებას და სულ უფრო და უფრო მომწონდა. ვარჯიშის დამთავრების შემდეგ მე და ჩემი მეგობარი დარბაზის აივანზე ილიას ველოდებოდით, ამ დროს ქვევიდან ვიღაც ჭაღარა კაცმა ამოგვძახა:

-გინდათ ჭიდაობა?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიეთ
-აბა, ჩამოდით დაბლა!
ჩამოვედით და პირდაპირ ექიმ ბაბულიას კაბინეტში გვიკრა თავი. ექიმმა გაგვსინჯა, აგვწონა, წნევა გაგვიზომა და დაასკვნა:
-არა უშავთ, გამოდგებიან....
სავარჯიშოდ მეორე დღეს დაგვიბარეს.

სწორედ ამ დღიდან დაიწყო რომან რურუას წარმატებები სპორტში.

1. 1959-1972 წწ. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორ წონით კატეგორიას (62-70კგ) კურირებდა.
ამ წონით კატეგორიებში დღემდე ერთადერთი მოჭიდავეა მსოფლიოში, რომელიც უცხოელთან არ დამარცხებულა.

2. 1964 წ. ტოკი(იაპონია) ოლიმპიური თამაშები-      ვერცხლი (დაუმარცხებლად)

3. 1966 წ. ტოლიდო(აშშ)-მსოფლიო ჩემპიონი

4. 1967 წ. ბუქარესტი(რუმინეთი)-მსოფლიო ჩემპიონი

5. 1968 წ. მეხიკო(მექსიკა)-ოლიმპიური ჩემპიონი

6. 1969 წ. მარ-დელ-პლატა(არგენტინა)-მსოფლიო ჩემპიონი

7. 1970 წ. ედმონტონი(კანადა)-მსოფლიო ჩემპიონი

8. 1999-2003 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი




რომან რურუას შეჯიბრების დროს მოგებული პრიზები










 ამერიკული მანქანა რომელიც პირველი შემოვიდა თბილისში და რომელიც ეკუთვნოდა რომან რურუას.











Wednesday, April 23, 2014

ბრიტანელი ქალი ელოდება თავისი მამლის სიკვდილს, რომ ბრილიანტის საყურეები ამოაცალოს


ბრიტანელი კლერ ლენონი მოთმინებით ელოდება თავისი მამლის სიკვდილს, რომელმაც ბრილიანტის საყურეები გადაყლაპა. თეთრი ოქროსგან გაკეთებილი საყურეები ბრილიანტის თვლებით ლენონს შეყვარებულმა აჩუქა, რომელიც 450 დოლარი ღირდა. თუმცა საყურეები მალევე მისმა მამალმა გადაყლაპა, წყვილმა ყურადღებით შეისწავლეს მამლის ხახა, მაგრამ შიგ ვერაფერი აღმოაჩინეს, რამოდენიმე დღის შემდეგ მამალი კლინიკაში წაიყვანეს და ვეტერინარმა ტქვა რომ კუჭში ჰქონდა გაჭედილი. ამ შემთხვევაში ოპერაცია სარისკო იყო, რადგან შეიძლებოდა მამალი დაღუპულიყო. ეს მათ არ უნდოდათ, რადგან ეს მამალი უყვარდა ლენონის 6 წლის გოგონას მიას, ამოტომ გადაწყვიტეს მამლის სიკვდილს დაელოდნონ , ამის გარდა მამალს კარგათ უნდა გაუფრთხილდნენ და დაიცვან მტაცებლებისაგან.

Saturday, April 19, 2014

                          აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა-ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს-საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს- ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.

ვნების კვირეული მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა -მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე,  რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.


მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა

აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის,  თუმცა მესამე დღეს-კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.












Thursday, April 17, 2014

                      სამარეში ჩატანილი საიდუმლოებები


ბევრი საიდუმლო არსებობს, რომელიც სამარემდე მიჰყველა ხოლმე ადამიანს და ამაში არაფერია გასაოცარი. ალბათ ყველას ცხოვრებაშია მომენტი, როდესაც გინდათ თქვენი საოდუმლო არავინ არ გაიგოს და სიკვდილამდე გაუმჟღავნებელი დარჩეს.

რამოდენიმე ისტორიული საიდუმლო ან მისდამი ყურადღება მრავალი წლის მანძილზე თავისებურ გამოცანად იქცა. ახლა გაგაცნობთ რამოდენიმე ასეთ შემთხვევას


                                                     1. აქსელ ერლანდსონი

აქსელ ერლანდსონი ჩვეულებრივი ფერმერი იყო. მისი ჰობი ხეების ფორმულირება გახლდათ. მან იცოდა ხეების თავისი დიზაინის მიხედვით გაზრდის საიდუმლოებები, იგი შეეძლო ყველანაირი ფორმის მიცემა, ესენია: დახვეული კიბეების, გულების, ფრინველის გალიის, კოშკის, სურათის ჩარჩოების და ა.შ. ის თავისი ტექნოლოგიის საიდუმლოებას არავის უმხელდა. როდესაც ის დაიღუპა თავისი საიდუმლო სამარეში თან ჩაიტანა, მისი გაზრდილი ხეები ახლა კალიფორნიის ერთ-ერთ პარკს ამშვენებენ.



2.,,ჯერომი"(ჯერომე)

1863 წლის 8 სექტემბერს მეთევზეების მიერ კანადაში ნანახი იქნა თეთრკანიანი უცნობი. მას ორივე ფეხი ამპუტირებული ჰქონდა. მის გვერდით წყლიანი ქოთანი და პური იდო. მას ლაპარაკი არ შეეძლო და მხოლოდ ორ-სამ სიტყვას ამბობდა. ერთი სიტყვა იყო ,,ჯერომ" და ამოტიომ შეარქვეს ჯერომი. მას სიბრაზე ახრჩობდა როცა გარჯვეულ სიტყვებს იგებდა და მის გამო ბევრს სჯეროდა რომ ჯერომმა რაღაც საიდუმლო იცოდა, რომლის თქმაც აუკრძალეს. ჯერონი ძალიან ღირსეულად იჭერდა თავს და როცა ფულს სთავაზობდნენ,  დამცირებულად გრძნობლა თავს. არსებობს ბევრი ვერსია თუ ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ არც ერთი ვერსიათაგან არ დადასტურებულა, იგი გარდაიცვალა 1912 წლის 19 აპრილს. მასზე იწერებოდა ლექსები და ბევრ ფილმებშიც ფიგურირებდა.



















Tuesday, April 15, 2014

                        ნამდვილი ქალთევზას აღმოჩენა


სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში, ქალაქ იბადანის მცხოვრებნი საშინელმა ყვირილმა შეკრიბა. ყველა დაინტერესდა ენახათ თევზი, რომელსაც ადამიანის სხეულის ნაწილები ჰქონდა. ასეთი საშინელი ხმით კი თევზის გამყიდველი ყვიროდა, რომელიც შეშინებული შველას ითხოვდა. ქალი თევზის შეფუთვას ხსნიდა და გასაყიდად ამზადებდა, როდესაც მისი ყურადღება მიიპყრო ადამიანის ნაწილებმა, შეშინებულმა ქალმა კი შველა ითხოდა. მისი თქმით თევზს ყოველთვის ადგილობრივი მეთევზეებისგან ყიდულობდა და ეხლაც ასე იქცეოდა, ,,მე პირდაპირ შოკირებული ვიყავი, როდესაც ერთ-ერთი თევზი წყალში გაცოცხლდა და მოძრაობა დაიწყო," ყვება თვითხილველი. ეს ფაქტი დაადასტურა მისმა მამამ პა რაუფ სემოუმაც და ამბობს, ,,ამდენი ხნის კაცი ვარ და ესეთი შემთხვევა არ მქონია, ჩემი თვალით დავინახე წყალში უცნაური არსება, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თითქოს გაყინული ადამიანი ცოცხლდებოდა, ეს სიტყვებით ძნელი ასახსნელია." დღემდე ამ თევზის შესახებ არავის არაფერი გაუგია.

Tuesday, April 8, 2014

         პატრიარქმა მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიანიჭა


პატრიარქის ლოცვა კურთხევით, მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა. როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, მიღებულია განჩინება , რომლის მიხედვით, აღდგება მცხეთის სრული ტიტული და მას წმინდა ქალაქი, წმინდა დედაქალაქი მცხეთა ეწოდა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მელქისედეს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძი უდევს, რომელიც მე-11 საუკუნეში დაიწერა.

პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას მრევლს ანდერძი გააცნო, რომლის თანახმად მელქისედეკ I კათალიკოსი ასახელებს სოფლებს, აგარაკებს, რომელიც მან ეკლესიას შეწირა და ამბობს, რომ ვინც მის შემდგომ იქნება, ანდერძი აღასრულოს. ანდერძში მელქისედეკი მცხეთას წმინდა ქალაქად მოიხსენიებს.


მადლობთ ყურადღებისთვის

Friday, April 4, 2014

                                           წყალქვეშა მდინარე მექსიკაში

ფოტოებზე ასახულია რუსი ფოტოგრაფის წყალქვეშ მოგზაურობა, მის მიერ გადაღებულ სურათებზე ბუნების საოცრება- წყალქვეშა მდინარეა ასახული. მან ეს სასწაული იუკატანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე ტბაში აღმოაჩინა.

30 მეტრის სიღრმეზე მტკნარი წყალი ერევა მარილიან წყალს. ფოტოებზე კარგათ არის გამოკვეთილი ეს პროცესი. 





Thursday, April 3, 2014

                                                   პიზას კოშკი


პიზას კოშკი მდებარეობს იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქი განტქმულია ამ კოშკით, რომელიც საკათედრო ტაძრის სამრეკლოს წარმოადგენს.მისი მსჰენებლობა დაიწყო 1173-ის აგვისტოში და გაგრძელდა 200 წელი. მისი არქიტექტორის ვინაობა დღემდე უცნობია.

პიზას კოშკის ორიგინალურობას წარმოარგენს მისი გადახრილი ფორმა, წარსულში სჯეროდათ, რომ ეს გადახრა არქიტექტურული ჩანაფიქრი იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა რომ მშენებლობის პროცეში გადაიხარა. ამის მიუხედავად არქიტექტორები მიიჩნევენ რომ ეს კოშკი გადახრილი რომც არ იყოს მაინც პოპულარული იქნებოდა.