Sunday, May 4, 2014

                        christian dior-ის ახალი კოლექცია პარიზში


საფრანგეთში პარიზის მოდის კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ცნობილი დიზაინერის Cristian dior-ის 2014 წლის გაზაფხული-ზაფხული კოლექციის ჩვენება გაიმართა. ჩვენებას უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.ამ ცნობილ ბრენდს უამრავი მაშტაბით ყავს მომხმარებელი. ფოლივუდის სახეები თუ უბრალო უცნობი ადამიანები კომპლიმენტებს არ იშურებდნენ Cristian dior-ის კოლექციის მიმართ. 















Saturday, May 3, 2014

                                                   რელიგიები


ერთი და იმავე რელიგიის მიმდევრებს სულიერი სამყაროს არსებობა სწამთ და სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ერთსა და იმავე აზრს იზიარებენ.ყველამ ვიცით, რომ მსოფლიოში მრავალი რელიგია არსებობს.თითოეულს განსხვავებული მრწამსი, ჩვეულება და წესები აქვთ იმისათვის, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი.

ახლა ჩამოვთვალოთ ეს რელიგიები და გავეცნოთ მათ:


1.იუდაიზმი-ებრაელებს სწამთ, რომ აბრაამი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ხალხს    მოუწოდა, ერთი ღმერთი ეღიარებინათ. ის იყო ,,წინასწარმეტყველი". მათ სჯერათ, რომ ღმერთმა ისინი თავისი კანონების დასაცავად გამოარჩია, ეს კანონები ბიბლიის პირველ ნაწილში წერია.


2.ქრისტიანობა-ქრისტიანებს სწამთ, რომ ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, იესო, რომ         კაცთათვის ესწავლებინა, როგორ ეცხოვრათ.მისი ცხოვრება ბიბლიის მეორე ნაწილშია მოთხრობილი.ქრისტიანები ამბობენ, რომ იესომ მათ ასწავლა ერთურთის სიყვარული, ლოცვა და სხვა ადამიანებისთვის უფლის მცნებების სწავლება. ქრისტიანები ეკლესიაში ლოცულობენ.


3.ისლამი-მექაში მცხოვრებმა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა ასწავლა თავის მიმდევარ    მუსლიმანებს, რომ დღეში ხუთჯერ ილოცონ ღმერთის, ,,ალაჰისათვის".ამ რელიგის აისლამი ჰქვია, რაც ნიშნავს ღვთის მორჩილებას ლოცვით, მარხვითა და ღარიბების დახმარებით.


4.ინდუიზმი-ინდუისტებს სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ხელახლა დაიბადება და ცხოველად ან სხვა ადამიანად გარდაიქმნება.ვინც პირველ ცხოვრებაში კეთილი იყო, მეორეში უკეთ იცხოვრებს. ინდუსთა დღესასწაულებზე მოცეკვავეები ღმერთების მიმსგავსებით არიან გადაცმულნი.


5.ბუდიზმი-კაცმა, რომელსაც გაუტამა ერქვა, საფუძველი ჩაუყარა ბუდიზმს ინდოეთში.ბუდიზმი მთელ აზიაში-ჩინეთსა და იაპონიაშია გავრცელდა. ბუდისტებს    სწამთ, რომ განცხრომაზე უარი უნდა თქვან და უბრალო, მშვიდობიანი ცხოვრებით იცხოვრონ. ისინი თვლიან, რომ ადამიანი რამდენჯერმე ცხოვრობს, მაგრამ საბოლოოდ სულიერი სიმშვიდის სასუფეველში მარადიული დამკვიდრებაც შესაძლებელია.


6.რელიგიები ღმერთის გარეშე-ზოგ აღმოსავლურ რელიგიაში, მაგალითად დაოსიზმში, არავითარი ღმერთი არ არის. დაოსისტები ამბობენ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი წმინდაა, რადგან ბუნების ნაწილია.მათ სწამთ, რომ ყველა საგანი ან მდედრობითია(ინი), ან  მამრობითი(იანი). ინი და იანი ერთმანეთს აწონასწორებენ.მათ სურთ, რომ მდინარეში მოტივტივე ჯოხივით მიყვნენ ცხოვრების დინებას.

Tuesday, April 29, 2014

                                     სიცილი უებარი მკურნალია

1. სვანი იჩხუბებს მამამისთან და წავა სახლიდან, რამოდენიმე თვეში მოსდის წერილი, გახსნის და ცარიელი ფურცელია. მამა: ,,კიდე არ მელაპარაკება ეს შობელძაღლი" 


2.გურული ბაღანა პლიაჟზე ზის, დამსვენებელი ეკითხება
-ზღვაში რატომ არ ჩადიხარ?
-რა მინდა ზღვაში?!ცურვა მე არ ვიცი და მოფსმით ჯერ არ მეფსიაო


3.მიხოს ზღვაში შეხვდა გელა. გელამ მიხოს უთხრა:
   -მიხო,კაცურად შვილი გამინათლე რა,
   -ვერა ძმაო!მეც სხვას გავანათლინე...


4. სვანი და კახელი სტუმრად მიდიან ძმაკაცთან.ძმაკაცს ერთი საწოლი აქვს, სვანს დააწვენს ლოგინზე , კახელს იატაკზე. კახელი ღამით გაბრაზდება, სვანს გადმოაწვენს იატაკზე და თვითონ დაწვება ლოგინში.
   შუა ღამეს სვანი ღრიალებს: შუქი აანთეთ საწოლიდან ვერ გადმოვდივარო.





Monday, April 28, 2014

                         ულამაზესი თურქი მსახიობი


ამ მსახიობის სახელი და გვარია კივანჩ ტატლიტუგი,
ის არის თურქეთის კინოვარსკვლავი და ფოტო მოდელი. დაიბადა 1983 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ ადანაში(თურქეთი)  მას ჰყავს 4 ძმა და 1 და. მისი სახელი ,,კივანჩი" თურქულად ნიშნავს ,,სიამაყეს", ხოლო მისი გვარი ,,ტატლიტუგი" მომდინარეობს ,,ტკბილიდან".კივანჩის ოჯახი დაკავებულია საცხობების 100 წლიანი მომკვიდრეობითი ბიზნესით. ის სწავლობდა პირველ საშუალო სკოლაში სადაც დაეუფლა კალათბურთს.

კივანჩმა 2002 წელს მიიღო ,,მსოფლიოს საუკეთესო მოდელის" ტიტული, რის შემდეგაც ცნობილი მოდელი სააგენტოებიდან უამრავ მიწვევებს იღებდა, კივანჩი ამის მერე წელიწადნახევარი საფრანგეთში გადასახლდა, სადაც ბრწყინვალედ და წარმატებულად მუშაობდა მოდელად. როგორც თვითონ ამბობს პატარაობიდანვე გატაცებული იყო მსახიობობით. კივანჩი გადაიღეს ერთ-ერთ თურქულ სერიალში ,,მარგალიტი",მთავარი როლის შემსრულებლად, რამაც ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა და ცნობილი გახდა 100-ზე მეტ ქვეყანაში. ის თავის თავს იღბლიან უწოდებს. 



Friday, April 25, 2014

                             ცოცხალი მუმია-ვალერია ლევიტინა



ვალერია ლევიტინა არის 39 წლის რუსი ქალბატონი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს მონაკოში, როგორც ეს ხშირად ხდება, ერთ შემთხვევას, ერთ ფრაზას შეუძლია ცხოვრების შეცვლა. უხეში შენიშვნა მეუღლის მხრიდან მისი გარეგნობის გარეგნობის და წონის შესახებ გახდა მიზეზი მისი ამჟამინდელი გარეგნობის. მისმა სწრაფვამ  სიგამხდრისკენ მიიყვანა (ანორექსიამდე).



ამჟამა ის 25 კგ-ს იწონის, იძულებულია მიიღოს საკვები მკაცრად განსაზღვრული სქემის მიხედვით.


Thursday, April 24, 2014

                         ოლიმპიური ჩემპიონი-რომან რურუა


გავიგოთ ცოტაოდენი რამ რომან რურუას შესახებ:

რომან რურუა დაიბადა 1942 წლის 25 ნოემბერს, სოფ. მარტვილის რაიონი. ის არის ქართველი მოჭიდავე.

რომან რურუა-სოფელში ბავშვი წამოიზრდებოდა თუ არა, მაშინვე შრომაში აბამდნენ. როგორც ვიზრდებოდი, საქმეც ისე მემატებოდა. უსაქმური არასდროს ვყოფილვალ. სანამ თოხის დაჭერას შევძლებდი, ძროხისთვის ჩალას მაკრეფინებდნენ. ათასჯერ უნდა დაიხარო და აიწიო, რომ რაღაც მოაგროვო. მახსოვს, სულ პატარა ვიყავი, მამაჩემმა მე და ჩემს ძმას უღელში კამეჩები რომ შეგვიბა და სახნავად გაგვიშვა, მაშინ ძალიან ბევრს ვშრომობდით ხოლმე.



მახსოვს სკოლიდან დაბრუნებულებს საქონელი ,,კომუნიდან" საბალახოდ უნდა წაგვეყვანა. სანამ საქონელს მარცხენა ფერდი კარგა გვარიანად არ შეებერებოდა, შინ ვერ მივდიოდით. ჰოდა მოვიგონეთ ასეთი რამ: მარილიანი წყლით მოვრწყავდით იმ ბალახს, რომელსაც საქონელი არ ეკარებოდა და მერე ძირიანად გლეჯდა, ხოლო გადაჭარბებული რაოდენობის მარილის მიღების გამო, უზომოდ ბევრ წყალს სვამდა და მუცელიც ებერებოდა. თუ ამას ვერ მოვახერხებდით, მაშინ 3-4 კილომეტრიდან ბალახი უნდა გვეთრია, თანაც იმ სიმძიმის, რის აწევასაც შევძლებდით. სწორედ აქედან იწყება ფიქრი ეშმაკობაზე დ ავალდებულების შესრულებაზე.თუ რამე სასიკეთო მომყვება , მომყვება იმ ცხოვრებიდან: დედისგან, მამისგან, ბებიისგან, მამიდისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც მაშინ ჩემს ირგვლივ ცხოვრობდა და შრომობდა.

-ჩემს თანაკლასელთან, შოთა დრიაშვილთან მდგმურად ერთი ბათუმელი ბიჭი, ილია ტუღუში ცხოვრობდა. ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი იყო და თან კლასიკურ ჭიდაობაში ვარჯიშობდა. ერთხელ ილიამ სპორტულ დარბაზში ვარჯიშის საყურებლად წაგვიყვანა, ვადევნებდი თვალს ამ ძალისმიერ შერკინებას და სულ უფრო და უფრო მომწონდა. ვარჯიშის დამთავრების შემდეგ მე და ჩემი მეგობარი დარბაზის აივანზე ილიას ველოდებოდით, ამ დროს ქვევიდან ვიღაც ჭაღარა კაცმა ამოგვძახა:

-გინდათ ჭიდაობა?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიეთ
-აბა, ჩამოდით დაბლა!
ჩამოვედით და პირდაპირ ექიმ ბაბულიას კაბინეტში გვიკრა თავი. ექიმმა გაგვსინჯა, აგვწონა, წნევა გაგვიზომა და დაასკვნა:
-არა უშავთ, გამოდგებიან....
სავარჯიშოდ მეორე დღეს დაგვიბარეს.

სწორედ ამ დღიდან დაიწყო რომან რურუას წარმატებები სპორტში.

1. 1959-1972 წწ. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორ წონით კატეგორიას (62-70კგ) კურირებდა.
ამ წონით კატეგორიებში დღემდე ერთადერთი მოჭიდავეა მსოფლიოში, რომელიც უცხოელთან არ დამარცხებულა.

2. 1964 წ. ტოკი(იაპონია) ოლიმპიური თამაშები-      ვერცხლი (დაუმარცხებლად)

3. 1966 წ. ტოლიდო(აშშ)-მსოფლიო ჩემპიონი

4. 1967 წ. ბუქარესტი(რუმინეთი)-მსოფლიო ჩემპიონი

5. 1968 წ. მეხიკო(მექსიკა)-ოლიმპიური ჩემპიონი

6. 1969 წ. მარ-დელ-პლატა(არგენტინა)-მსოფლიო ჩემპიონი

7. 1970 წ. ედმონტონი(კანადა)-მსოფლიო ჩემპიონი

8. 1999-2003 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი




რომან რურუას შეჯიბრების დროს მოგებული პრიზები










 ამერიკული მანქანა რომელიც პირველი შემოვიდა თბილისში და რომელიც ეკუთვნოდა რომან რურუას.











Wednesday, April 23, 2014

ბრიტანელი ქალი ელოდება თავისი მამლის სიკვდილს, რომ ბრილიანტის საყურეები ამოაცალოს


ბრიტანელი კლერ ლენონი მოთმინებით ელოდება თავისი მამლის სიკვდილს, რომელმაც ბრილიანტის საყურეები გადაყლაპა. თეთრი ოქროსგან გაკეთებილი საყურეები ბრილიანტის თვლებით ლენონს შეყვარებულმა აჩუქა, რომელიც 450 დოლარი ღირდა. თუმცა საყურეები მალევე მისმა მამალმა გადაყლაპა, წყვილმა ყურადღებით შეისწავლეს მამლის ხახა, მაგრამ შიგ ვერაფერი აღმოაჩინეს, რამოდენიმე დღის შემდეგ მამალი კლინიკაში წაიყვანეს და ვეტერინარმა ტქვა რომ კუჭში ჰქონდა გაჭედილი. ამ შემთხვევაში ოპერაცია სარისკო იყო, რადგან შეიძლებოდა მამალი დაღუპულიყო. ეს მათ არ უნდოდათ, რადგან ეს მამალი უყვარდა ლენონის 6 წლის გოგონას მიას, ამოტომ გადაწყვიტეს მამლის სიკვდილს დაელოდნონ , ამის გარდა მამალს კარგათ უნდა გაუფრთხილდნენ და დაიცვან მტაცებლებისაგან.