Sunday, May 4, 2014

                        christian dior-ის ახალი კოლექცია პარიზში


საფრანგეთში პარიზის მოდის კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ცნობილი დიზაინერის Cristian dior-ის 2014 წლის გაზაფხული-ზაფხული კოლექციის ჩვენება გაიმართა. ჩვენებას უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.ამ ცნობილ ბრენდს უამრავი მაშტაბით ყავს მომხმარებელი. ფოლივუდის სახეები თუ უბრალო უცნობი ადამიანები კომპლიმენტებს არ იშურებდნენ Cristian dior-ის კოლექციის მიმართ. 















Saturday, May 3, 2014

                                                   რელიგიები


ერთი და იმავე რელიგიის მიმდევრებს სულიერი სამყაროს არსებობა სწამთ და სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ერთსა და იმავე აზრს იზიარებენ.ყველამ ვიცით, რომ მსოფლიოში მრავალი რელიგია არსებობს.თითოეულს განსხვავებული მრწამსი, ჩვეულება და წესები აქვთ იმისათვის, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი.

ახლა ჩამოვთვალოთ ეს რელიგიები და გავეცნოთ მათ:


1.იუდაიზმი-ებრაელებს სწამთ, რომ აბრაამი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ხალხს    მოუწოდა, ერთი ღმერთი ეღიარებინათ. ის იყო ,,წინასწარმეტყველი". მათ სჯერათ, რომ ღმერთმა ისინი თავისი კანონების დასაცავად გამოარჩია, ეს კანონები ბიბლიის პირველ ნაწილში წერია.


2.ქრისტიანობა-ქრისტიანებს სწამთ, რომ ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, იესო, რომ         კაცთათვის ესწავლებინა, როგორ ეცხოვრათ.მისი ცხოვრება ბიბლიის მეორე ნაწილშია მოთხრობილი.ქრისტიანები ამბობენ, რომ იესომ მათ ასწავლა ერთურთის სიყვარული, ლოცვა და სხვა ადამიანებისთვის უფლის მცნებების სწავლება. ქრისტიანები ეკლესიაში ლოცულობენ.


3.ისლამი-მექაში მცხოვრებმა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა ასწავლა თავის მიმდევარ    მუსლიმანებს, რომ დღეში ხუთჯერ ილოცონ ღმერთის, ,,ალაჰისათვის".ამ რელიგის აისლამი ჰქვია, რაც ნიშნავს ღვთის მორჩილებას ლოცვით, მარხვითა და ღარიბების დახმარებით.


4.ინდუიზმი-ინდუისტებს სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ხელახლა დაიბადება და ცხოველად ან სხვა ადამიანად გარდაიქმნება.ვინც პირველ ცხოვრებაში კეთილი იყო, მეორეში უკეთ იცხოვრებს. ინდუსთა დღესასწაულებზე მოცეკვავეები ღმერთების მიმსგავსებით არიან გადაცმულნი.


5.ბუდიზმი-კაცმა, რომელსაც გაუტამა ერქვა, საფუძველი ჩაუყარა ბუდიზმს ინდოეთში.ბუდიზმი მთელ აზიაში-ჩინეთსა და იაპონიაშია გავრცელდა. ბუდისტებს    სწამთ, რომ განცხრომაზე უარი უნდა თქვან და უბრალო, მშვიდობიანი ცხოვრებით იცხოვრონ. ისინი თვლიან, რომ ადამიანი რამდენჯერმე ცხოვრობს, მაგრამ საბოლოოდ სულიერი სიმშვიდის სასუფეველში მარადიული დამკვიდრებაც შესაძლებელია.


6.რელიგიები ღმერთის გარეშე-ზოგ აღმოსავლურ რელიგიაში, მაგალითად დაოსიზმში, არავითარი ღმერთი არ არის. დაოსისტები ამბობენ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი წმინდაა, რადგან ბუნების ნაწილია.მათ სწამთ, რომ ყველა საგანი ან მდედრობითია(ინი), ან  მამრობითი(იანი). ინი და იანი ერთმანეთს აწონასწორებენ.მათ სურთ, რომ მდინარეში მოტივტივე ჯოხივით მიყვნენ ცხოვრების დინებას.